LIVE

ევროკავშირის ბიუროკრატია უკრაინისთვის $1.5 მილიარდიან სესხს ბლოკავს

08 ივლ 202212:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 655
ევროკავშირის ბიუროკრატია უკრაინისთვის $1.5 მილიარდიან სესხს ბლოკავს

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება უკრაინისთვის $1.5 მილიარდიან სესხს ბლოკავს.

უკრაინისთვის შეთავაზებული სესხი ევროკომისიის საბიუჯეტო ერთეულის მიერ ქვეყნის ფინანსური საიმედოობის გარშემო შიშების ფონზე დაიბლოკა.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) კიევს სესხი ომის მზარდი ხარჯების და შემოსავლების კოლაფსის წინააღმდეგ მხარდასაჭერად შესთავაზა. თუმცა, ევროკავშირის გარეთ EIB-ის სესხების გარანტორ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფის სახით, როგორც წესი, მთლიანი დაფინანსების 9%-ს ითხოვს, ამ შემთხვევაში დაფინანსების 70% სურს. ოფიციალური პირების თქმით, მოთხოვნა იმ შემთხვევაზეა გათვლილი, თუ უკრაინა ბაზრებს ფულს უკან ვერ დაუბრუნებს.

კომისიის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროკავშირმა უნდა შეძლოს დანაკარგების ათვისება უკრაინის დეფოლტის შემთხვევაში. ის ამჟამად ალტერნატიულ გადაჭრის გზებს ეძებს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ან EIB-ს დაეყრდნობა, რომ ამ სესხებთან დაკავშირებული რისკები გაიზიარონ.

ევროკავშირი ასევე ვერ თანხმდება მოკლევადიან დაფინანსებაზე უკრაინისთვის. ბლოკს უკვე მოუწია დროებით შეემცირებინა გადაუდებელი ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელსაც ის კიევს უგზავნის. გასულ კვირას 1 მილიარდი ევროს წინადადება შეჩერდა, ხოლო გერმანია 9 მილიარდი ევროს დაფინანსების პაკეტს ბლოკავს.

პარალელურად, კიევის ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების ვარიანტები ეწურება, რის გამოც ქვეყანა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული გარე დახმარებაზე. უკრაინელი ოფიციალური პირები ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას იკვლევენ, რაც საერთაშორისო ინვესტორებთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნების გზა შეიძლება იყოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ხორხე ვალერო