LIVE

რუმინეთმა უკრაინასთან საბჭოთა ეპოქის სარკინიგზო ხაზი ხელახლა გახსნა

07 ივლ 202218:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 991
რუმინეთმა უკრაინასთან საბჭოთა ეპოქის სარკინიგზო ხაზი ხელახლა გახსნა

რუმინეთმა ხელახლა გახსნა საბჭოთა ეპოქის სარკინიგზო ხაზი, რომელიც მდინარე დუნაის გალაცის პორტს უკრაინას აკავშირებდა. ხაზი მოსალოდნელზე ერთ თვით ადრე გაიხსნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მეზობლისგან სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტს.

უკრაინა, რომელიც ევროპის პურის კალათის სახელითაა ცნობილი, მარცვლეულის უმეტესი ნაწილის ექსპორტს შავი ზღვის პორტებიდან ახორციელებს, მაგრამ პორტები რუსეთის შეჭრის გამო დაბლოკილია. 

ომის დაწყებიდან რუმინეთმა უკვე შეუწყო ხელი 1 მილიონ ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს. ტრანსპორტის მინისტრმა სორინ გრინდეანუმ Facebook პოსტში აღნიშნა, რომ მთავრობამ გალაცისთან დამკავშირებელი ხაზი მას შემდეგ აღადგინა, რაც სახელმწიფო კომპანიამ სამუშაოები ივნისში დაიწყო.

ეს ნიშნავს, რომ მარცვლეული უკრაინიდან მოლდოვის გავლით მიაღწევს გალაცის პორტს, რათა გაიტანონ ბარჟებზე და შემდეგ უფრო შორს, მათ შორის შავი ზღვის პორტ Constanta-ში. მარაგი ასევე შეიძლება შეინახოს გალაციში მდებარე სილოსებში, რომლებსაც 25,000 ტონის შენახვის შესაძლებლობა აქვთ.

რუმინეთის უდიდესმა ლოჯისტიკურმა კომპანიამ დუნაიზე, Transport Trade Services-მა, განაცხადა, რომ მან ასევე გახსნა ახალი წყლის მარშრუტი, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაეხმაროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრა ტიმუ