LIVE

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ჩარტერულ რეისებს განაახლებს

07 ივლ 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ჩარტერულ რეისებს განაახლებს

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები (UIA), რომელმაც ოპერირება თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრის შემდეგ შეწყვიტა, პოლონეთის ქალაქებიდან ჩარტერულ რეისებს ტურისტული დანიშნულების ადგილებში: ესპანეთში, ეგვიპტეში, ტუნისში, ალბანეთსა და თურქეთში განახორციელებს. 

კომპანიის დღევანდელი განცხადებით, ის ყოველდღიურ ფრენებს პოლონური ტუროპერატორი Itaka-სთვის კატოვიცედან, ვარშავიდან, კრაკოვიდან და ჟეშუვიდან ხმელთაშუა ზღვის, წითელი ზღვის და კანარის კუნძულების მიმართულებით განახორციელებს. 

მისი ვიწრო კორპუსის თვითმფრინავი Boeing Co. 737-900, რომელსაც ოთხი უკრაინელი ეკიპაჟი მართავს, კატოვიცეში განთავსდება. 

UIA და Itaka ასევე განიხილავენ სხვა მიმართულების დამატების და ტურისტული სეზონის დასრულებამდე თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას.  

თებერვლის ბოლოს უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ყველა რეგულარული და ჩარტერული ფრენა გააჩერა. მაისში მან თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავი იჯარით გადასცა ლატვიურ კომპანია Air Baltic Corp-ს.

ევროპული საავიაციო ინდუსტრია წელს უპრეცედენტო შეფერხებებს და ქაოსს განიცდის, რაც ზაფხულში აქტიური გადაადგილების გარდა, გამოწვეულია შრომითი დავებით, პერსონალის დეფიციტითა და პანდემიის დროს ხარჯების შემცირებით, რომლებიც ავიაკომპანიებს ახლა ახსენებს თავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალიაქსანდრ კუდრიცკი