LIVE

ბაიდენის ტექნოლოგიური ცივი ომი ჩინეთთან

05 თებ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
ბაიდენის ტექნოლოგიური ცივი ომი ჩინეთთან
Bloomberg L.P.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რთული გადაწყვეტილებების წინაშე დგას. ის  ჩინეთთან ტექნოლოგიური ცივი ომის წინაშეა, რომელიც დონალდ ტრამპის დროს დაიწყო.

Xiaomi-ის მიერ შეტანილი სარჩელი კატალიზატორია, რომლის გამოყენებითაც ბაიდენის ადმინისტრაციას შეუძლია შექმნას ახალი სტრატეგია, რომელიც უფრო ეფექტიანი და პრაგმატული იქნება შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და აზიის ბიზნესისთვის.

Xiaomi, რომელიც ქმნის ელექტრონულ გაჯეტებს სმარტფონების ჩათვლით, დაემატა ათეულობით სანქცირებული კომპანიის სიას. მას უწოდებენ „კომუნისტური რეჟიმის სამხედრო კომპანიას“- ტერმინი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო განსაზღვრავს თავისი შეხედულებისამებრ. ბაიდენის მიერ პოსტის დაკავების შემდეგ, Xiaomi-მ შეიტანა სარჩელი თავდაცვისა და ფინანსთა დეპარტამენტების წინააღმდეგ, სადაც ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი არაკონსტიტუციურია. ამ სიებში ყოფნა გულისხმობს მრავალი სახის სანქციას, როგორიცაა აშშ-ში ბიზნესის კეთების აკრძალვა, ტექნოლოგიის გათიშვა, ბირჟებიდან ამოღება ან აშშ-ს კომპანიებში წილის ფლობის აკრძალვა.

Xiaomi-ს სარჩელი შეიძლება გახდეს აშშ-ს პოლიტიკის მხარდაჭერის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც ხელს შეუშლის უფრო და უფრო ექსპანსიონისტურ ჩინეთს. 

ტალღოვანი ეფექტის კარგი მაგალითია ტაივანის ნახევარგამტარული წარმოების კომპანიისთვის მოულოდნელი და თვითნებური აკრძალვა Huawei Technologies-ის ჩიპების მიწოდებაზე. 2020 წლის სექტემბერში გადაზიდვების შეჩერების შემდეგ, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მიმწოდებელმა TSMC–ს მრავალი შეკვეთა გაუგზავნა, რაც გულისხმობდა ტელეფონებისა და სათამაშო კონსოლების ზოგიერთი კომპონენტის წარმოებას.

ავტომობილების მწარმოებლები განსაკუთრებით ნელა გეგმავენ საჭიროებებს, შედეგად გლობალური ავტომობილების მწარმოებლები, მათ შორის General Motors, ჩივიან, რომ დეფიციტი გავლენას მოახდენს ავტომობილების გამოშვებაზე 2021 წელს. მიწოდების შეზღუდვა არ შეიძლება მთლიანად Huawei-ს სანქციების ბრალი იყოს, მაგრამ ამან კიდევ უფრო გაამძაფრა ის.

ნაცვლად კომპანიების ჩინეთის სამხედრო ძალებთან თანამშრომლობისთვის აკრალვისა, აშშ-ს ინტერესები შეიძლება ჰქონდეს კრიტიკულ ტექნოლოგიებში, რომლებიც პეკინს ნამდვილად სჭირდება, როგორიცაა ნახევარგამტარული განვითარების პროგრამა ან მასალების მოწინავე ტექნოლოგიები. ვაშინგტონმა ასევე უნდა შეისწავლოს ის კომპანიები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები.

ამის ნათელი მაგალითია Xiaomi - კომპანია უზრუნველყოფს აღჭურვილობასა და მომსახურებას, რომელსაც სახალხო განმათავისუფლებელი არმია იყენებს, მაგრამ ბევრ პროდუქტს შეიძლება ჰქონდეს სამხედრო დანიშნულება, თუნდაც ტომარა ბრინჯს, რომელიც ოცეულს კვებისთვის გამოიყენება. შავი სიის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება იყოს ამერიკული კომპანიების აკრძალვა ჰონგ-კონგში რეგისტრირებული Xiaomi-ს აქციებში ინვესტიციის ჩადებისათვის. თუ Xiaomi გთავაზობთ კონკრეტულ მომსახურებას ან ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩინეთის სამხედრო განვითარებას ეხმარება, მაშინ შეერთებულმა შტატებმა ეს უნდა განაცხადოს და ამაზე ფოკუსირდეს.

კონკრეტიკას არა მხოლოდ გამჭვირვალობა მოაქვს, არამედ კომპანიებს არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლვს. ბლანკეტური აკრძალვა უბრალოდ აიძულებს სავარაუდო დამნაშავეებს, უფრო ღრმად შეერწყან ჩინეთის სამხედრო ძალებს. ეს შეერთებული შტატებისთვის თვითმკვლელობა იქნება. უფრო ფოკუსირებული მიდგომა ნიშნავს, რომ არსებული აკრძალვების დიდი ნაწილი ძალაში დარჩება. Huawei სავარაუდოდ ვერ მიიღებს დათმობას იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხეს ქმნის სატელეკომუნიკაციო მიმწოდებელი აშშ-ს ინტერესებისთვის.

ათობით სხვა კომპანიაა, რომლებთან მიმართებაშიც მკაცრი მიდგომისგან თავის შეკავებაა საჭირო. TikTok ერთია. სავარაუდოდ აპლიკაცია აგროვებს მონაცემებს ამერიკელ მომხმარებლებზე (ისევე როგორც Facebook Alphabet და Apple). მონაცემთა დაცვის ძლიერი და მკაცრად დაცული კანონები პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. Tencent Holdings-ის WeChat სერვისის აკრძალვის მცდელობა ანალოგიურად არასწორი და კონტრპროდუქტიული ჩანს.

შეიძლება სწორი იყოს ჩინეთის იმ კომპანიების განადგურება, რომლებიც ეხმარებიან სადავო წყლებში სამხედრო ბაზების მშენებლობას ან უიგურელი უმცირესობის მიმართ რეპრესიების გაგრძელებას, მაგრამ ჯარისკაცისთვის ტელეფონის გაყიდვის აკრძალვა ან აპლიკაციის მიწოდება შეიძლება ძალიან გადამეტებული იყოს.

საფრთხეების ხაზგასმით და დაზუსტებით, ბაიდენის მიერ ცივი ომის გაგრძელებამ ტექნოლოგიის სფეროში შეიძლება უფრო მეტი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე მისი წინამორდების ნაბიჯებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტიმ კაპლანი