LIVE

G-7-ის ლიდერები უკრაინას უვადო მხარდაჭერას გამოუცხადებენ- Bloomberg

26 ივნ 202220:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 835
G-7-ის ლიდერები უკრაინას უვადო მხარდაჭერას გამოუცხადებენ- Bloomberg

G-7-ის ლიდერები უკრაინას რუსეთისგან თავდაცვისთვის უვადო მხარდაჭერას უცხადებენ, რაც ბავარიაში მათი სამიტის განცხადების ტექსტის მონახაზშია აღნიშნული.

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას და უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას გამოვავლინოთ გლობალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა რუსეთის აგრესიის საერთაშორისო ზემოქმედების აღმოფხვრაზე მუშაობით",- ნათქვამია ტექსტში.

ტექსტი, რომელიც Bloomberg-მა ნახა, დეკლარაციის სამუშაო ვერსიაა, ერთ-ერთი იმ ოთხიდან, რომელთა გამოქვეყნებას G-7-ის ლიდერები ტრადიციულ კომუნიკესთან ერთად გეგმავენ.

დოკუმენტის თანახმად, G-7-ის ლიდერები ასევე განიხილავენ ტარიფებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონ ფოლაინი