
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა BRICS-ის სამიტზე გამოსვლისას გლობალური ეკონომისთვის ზიანის მიყენების გამო სანქციები გააკრიტიკა. ჩინეთის პრეზიდენტი დასავლეთთან დაძაბულობის ფონზე ცდილობს, განვითარებად ბაზრებთან ურთიერთობები გააძლიეროს.
აშშ-ის დასახელების გარეშე, სიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გლობალური ეკონომიკის ექსკლუზიურ ზონებად დაყოფის გამო წუხს. მან მოუწოდა მსოფლიოს ებრძოლოს რომელიმე ქვეყნის ჰეგემონიას.
ვირტუალურ ღონისძიება, რომელიც პეკინში ტარდება, სი ძინპინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდის, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას და ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს უმასპინძლებს.
ხუთშაბათს დაწყებული სამიტი საშუალებას მისცემს სის და პუტინს გააფართოონ მათი ხედვა გლობალური წესრიგის შესახებ. მას შემდეგ, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ქვეყნებმა "უსაზღვრო მეგობრობა" გამოაცხადეს, ჩინეთმა რუსეთს გადამწყვეტი დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწია. პეკინი უფრო ძლიერად უწევს წინააღმდეგობას აშშ-ს სანქციებს და ცდილობს ხელახლა განსაზღვროს ისეთი ტერმინები, როგორიცაა დემოკრატია და ადამიანის უფლებები.
გამოსვლაში სიმ საზოგადოებას ორი მსოფლიო ომის გაკვეთილების დამახსოვრებისკენ მოუწოდა და კონფრონტაციის წინააღმდეგ გაფრთხილება გასცა. მან კვლავ მიანიშნა, რომ ნატო რუსეთის გაღიზიანებაზეა პასუხისმგებელი.
ჩინეთი ასევე მუშაობს წყნარი ოკეანის კუნძულებზე გავლენის გასაფართოებლად, სადაც ქვეყანამ 10 ერს სავაჭრო და უსაფრთხოების შეთანხმება შესთავაზა. ჯერ ხელმოუწერელი შეთანხმება აღქმულია, როგორც განვითარებადი ბაზრებისთვის პეკინის გაძლიერებული კონკურენცია აშშ-სა და ავსტრალიასთან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია