LIVE

უკრაინა განადგურებულ რუსულ ტექნიკას ევროპაში გამოფენს

20 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 673
უკრაინა განადგურებულ რუსულ ტექნიკას ევროპაში გამოფენს

უკრაინა გეგმავს, რომ განადგურებული რუსული სამხედრო მანქანები ევროპის მასშტაბით გამოფინოს. 

"ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ რუსული ტანკები იყოს ევროპაში, მაგრამ როგორც ჯართი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პოლონურ მაუწყებელთან, Polsat-სთან ინტერვიუში. 

უკრაინა სამხედრო მანქანებს ჯერ ვარშავაში, შემდეგ კი ბერლინში, პარიზში, მადრიდსა და ლისაბონში გამოფენს. 

უკრაინა აცხადებს, რომ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა დაახლოებით 1477 ტანკი და 3588 ჯავშანტექნიკა დაკარგა. რამდენიმე რაკეტა, დამწვარი ტანკები და სხვა სამხედრო ტექნიკა ამჟამად კიევის ცენტრშია გამოფენილი.

რუსეთი უკრაინაში ტანკების დანაკარგის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა გაანადგურეს 3696 უკრაინული ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა.

უკრაინა აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უფრო მეტი იარაღი მიაწოდონ სამხედროებს, რომლებიც ახლა ქვეყნის აღმოსავლეთში რუს აგრესორებს ებრძვიან. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პიოტრ სკოლიმოვსკი