LIVE

კონგრესში რუსეთისთვის სანქციების დაწესების ორპარტიული ინიციატივა დარეგისტრირდა

04 თებ 202116:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 360
კონგრესში რუსეთისთვის სანქციების დაწესების ორპარტიული ინიციატივა დარეგისტრირდა
MOSCOW CITY COURT VIA AP

აშშ-ს კონგრესში ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესების ორპარტიული ინიციატივა დარეგისტრირდა. ინიციატივის ავტორები რესპუბლიკელი მიტ რომნი და დემოკრატი სენატორები - კრის კუნსი, ბენ კარდინი, ვან ჰოლენი და დიკ დურბინი არიან.

კანონპროექტში მოთხოვნილია ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირებს გათავისუფლება.

დოკუმენტის თანახმად, კონგრესი ბაიდენის  ადმინისტრაციას მოუწოდებს დაადგინოს, დაარღვია თუ არა კრემლმა კანონები, რომლებიც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას კრძალავს.

კანონპროექტი ასევე მოითხოვს მოხსენებას რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობისა და ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო წრის მიერ კორუფციული პრაქტიკის შედეგად დაგროვებული პირადი სიმდიდრის შესახებ.

კანონპროექტში, ასევე, საუბარია Nord Stream2-მისალდენის შესახებ, რომელიც რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის.

დოკუმენტში მითითებული არ არის იმ რუსი ჩინოსნების ვინაობა, ვისაც, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს, თუმცა აღნიშნულია, რომ მათ შეუჩერდებათ წვდომა აშშ-ში არსებულ აქტივებზე და დაუწესდებათ ქვეყნის გარეთ გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.

მიტ რომნის თქმით, „პუტინმა და მისმა მოკავშირეებმა თავდაპირველად მოწამლეს ალექსეი ნავალნი, მაგრამ როცა მიზანს ვერ მიაღწიეს, მოაწყვეს ფიქტიური სასამართლო და რამდენიმე წლით გაუშვეს ციხეში. ამ ქმედებების გამო პუტინის რეჟიმს პასუხი უნდა მოვთხოვოთ“.

კინ კუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ „პუტინის მთავრობას ადამიანის მკვლელობის გრძელი და საზიზღარი ისტორია აქვს, და ამ მკვლელობებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იმ მოქალაქეების გასაჩუმებლად იყენებს, რომლებიც რეჟიმის კორუმპირებულობასა და სისასტიკეზე საუბრობენ“.