
ბიტკოინი 2020 წლის შემდეგ უდაბლეს დონემდე დაეცა და რამდენიმე საყურადღებო ნიშნული გაარღვია, რაც კრიპტო ინდუსტრიაში გაღრმავებადი სტრესის მანიშნებელია.
შაბათს ციფრული მონეტის ღირებულება 15%-ით დაეცა და $17,599 შეადგინა, რაც ბიტკოინისთვის ზედიზედ კლების რეკორდულ მეთორმეტე დღეს წარმოადგენდა. თუმცა, უმსხვილესმა კრიპტოვალუტამ დანაკარგების ნაწილი აღიდგინა და დღეს სინგაპურში $19,075-ად ივაჭრებოდა.
რაც შეეხება ეთერიუმს, მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი შაბათს 19%-ით $881-მდე დაეცა, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი იყო. ციფრულმა ვალუტამ ასევე აღიდგინა დანაკარგების გარკვეული ნაწილი და დღეს დილით მისი ფასი $1,005-მდე გაიზარდა. ორივე კრიპტოვალუტა ნოემბრის რეკორდულად მაღალი ფასებიდან 70%-ით დავლა ვაჭრობენ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტო ბაზრის მთლიანმა ლიკვიდაციამ $566.7 მილიონი შეადგინა. Coinglass-ის მიხედვით ბიტკოინისთვის ეს მაჩვენებელი $271 მილიონს, ხოლო ეთერიუმისთვის $192 მილიონს შეადგენდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსნიგერი