LIVE

მასკს, Tesla-სა და SpaceX-ს Dogecoin-ის სავარაუდო პირამიდული სქემისთვის უჩივიან

17 ივნ 202211:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1124
მასკს, Tesla-სა და SpaceX-ს Dogecoin-ის სავარაუდო პირამიდული სქემისთვის უჩივიან
Jim Watson/AFP/Getty Images

ილონ მასკის წინააღმდეგ Dogecoin-ის ინვესტორმა $258 მილიარდიანი საჩივარი შეიტანა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კრიპტოვალუტის მხარდასაჭერად პირამიდული სქემის შექმნაში დაადანაშაულა.

კეიტ ჯონსონმა, “აშშ-ის მოქალაქემ, რომელმაც ფული დაკარგა ბრალდებულის Dogecoin-ის კრიპტოპირამიდის სქემის შედეგად”, უჩივლა მასკს და მის კომპანიებს. საჩივრის თანახმად, მათ, Dogecoin-ის ფასის გაზრდის მიზნით, თაღლითური კამპანია ჩაატარეს. 

“ბრალდებულებმა 2019 წლიდან იცოდნენ, რომ Dogecoin-ს არავითარი ღირებულება არ აქვს, მაგრამ ხელს უწყობდნენ Dogecoin-ს, რათა ესარგებლათ ვაჭრობით. ბრალდებულები მოტყუებით აცხადებენ, რომ Dogecoin-ი არის ლეგიტიმური ინვესტიცია, როდესაც მას საერთოდ არ აქვს ღირებულება”, - ნათქვამია საჩივარში.

სარჩელის თანახმად, მასკმა გამოიყენა მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, რათა ემართა და ემანიპულირა Dogecoin-ის პირამიდის სქემით მოგების მიღებისა და გართობის მიზნით.

საჩივარში ასევე მოყვანილია  უორენ ბაფეტის, ბილ გეითსის და სხვების კომენტარები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ კრიპტოვალუტების ღირებულებას.

მოსარჩელე ითხოვს $86 მილიარდის ზარალის ანაზღაურებას, რაც წარმოადგენს Dogecoin-ის შემცირებულ საბაზრო ღირებულებას 2021 წლის მაისიდან და სურს მისი გასამმაგება.

კეიტ ჯონსონს ასევე სურს, აეკრძალოს მასკს და მის კომპანიებს Dogecoin-ის პოპულარიზაცია და სასამართლომ გამოაცხადოს, რომ Dogecoin-ით ვაჭრობა აზარტული თამაშებია ფედერალური და ნიუ-იორკის კანონმდებლობით.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბობ ვან ვორისი