LIVE

ავსტრია ინფლაციასთან გასამკლავებლად მოქალაქეებს €1000-ს გადაუხდის

17 ივნ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 715
ავსტრია ინფლაციასთან გასამკლავებლად მოქალაქეებს €1000-ს გადაუხდის

ავსტრიის მთავრობა გადასახადის გადამხდელებს ფულადი შეღავათების სახით €1 000-ს და დამატებით სუბსიდიებს ჰპირდება, რაც მზარდი ინფლაციის ეფექტების შემსუბუქებას ემსახურება.

შინამეურნეობები და კომპანიები მიმდინარე და მომდევნო წელს პირდაპირი სარგებლის სახით 6 მილიარდს მიიღებენ, ხოლო 2026 წლამდე დაბალი გადასახადების სახით €22 მილიარდის დახმარებას. ეს მილიარდობით ევროზე დამატებით, რომელიც გაზრდილი ენერგიის ფასებთან გამკლავებაში უნდა დაიხარჯოს.

კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ახალი ზომების შესახებ სამშაბათს გამოაცხადა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მთავრობის პოპულარობა მცირდება, რადგან ავსტრიელები ცხოვრების ხარჯების კრიზისს უპირისპირდებიან.

ასევე, დაგეგმილი გადასახადი ნახშირორჟანგის ემისიებზე, რომელიც ქვეყნის კლიმატის მთავარი რეფორმაა, ოქტომბრამდე გადაიდება,

”აშკარაა, რომ ეს გამორჩეულად რთული დროა. ჩვენ ხალხს ვუბრუნებთ ფულს, რომელიც მათ ინფლაციამ წაართვა”,- განაცხადა ნეჰამერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონათან ტირონი