LIVE

შობა Apple-ის ახალი ყურსასმენების გარეშე - მიწოდება აგვიანებს

09 დეკ 202013:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 353
შობა Apple-ის ახალი ყურსასმენების გარეშე - მიწოდება აგვიანებს

Apple-ის ახალი ყურსასმენები მომხმარებელთან საშობაოდ ვერ მიაღწევს. $550 დოლარის ღირებულების ყურსასმენები ერთ-ერთი ყველაზე ძირადღირებული მოდელია ბაზარზე, თუმცა კომპანიამ მაინც მოსალოდნელზე მეტი შეკვეთა მიიღო. 

AirPods Max-ის გაყიდვების დეკემბერში დაწყებით კომპანია გაყიდვების ზრდას გეგმავდა, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი რაოდენობით შეკვეთების გამო AirPods Max-ის მიწოდების ვადა 12-იდან 14 კვირამდე გაიზარდა. რამდენიმე ქვეყანაში- ჩინეთში, კანადაში, იაპონიასა და გერმანიაში- პროდუქტის მიწოდება 2021 წლის  იანვრ-თებერვლამდე გახდება შესაძლებელი. ეს Apple-ის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხმარებელს ახალი პროდუქტისთვის ხანგრძლივი ლოდინი უწევს. 

ყურსასმენების ასეთმა პოპულარობამ და საშობაო შოპინგის ეფექტმა გადამყიდველებიც გააჩინა, რომლებიც Ebay-ზე AirPods Max-ს თითქმის ორმაგ ფასად ყიდიან შობამდე მიწოდების მთავარი პირობით.

AirPods Max უსადენო ყურსასმენების მოდელია ხმაურის დახშობის ფუნქციით. ეს მოდელი პირველია Apple-ის ყურსასმენებში, რომელიც დიდი ზომით გამოირჩევა და მთლიან ყურს ფარავს. მოწყობილობას აქვს მუსიკის მართვის და ციფრული ასისტენტის ფუნქცია.

Bloomberg-ის ორგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი