LIVE

უკრაინაში ომის ფონზე რუსეთში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება

11 ივნ 202218:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1341
უკრაინაში ომის ფონზე რუსეთში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება
Alexey Nikolsky/AFP/Getty Images

რუსეთის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში სიკვდილიანობამ შობადობას 311,200-ით გადააჭარბა. ერთი წლის წინ ეს მონაცემი 304,500-ი იყო, რაც ხაზს უსვამს რუსეთში მიგრაციის შემცირებას.

“დემოგრაფია ქვეყნისთვის უპირველესი ამოცანაა. ჩვენ უნდა გვყავდეს მეტი ჯანმრთელი ადამიანი”,- განაცხადა პუტინმა 10 ივნისს ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. 

პრეზიდენტი წლების განმავლობაში საუბრობდა რუსეთის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ რისკებზე მოსახლეობის მიერ ქვეყნის დატოვების გამო. ის ცდილობდა შობადობის გაზრდას ოჯახებისთვის იპოთეკური სუბსიდიების შეთავაზებით და დედებისთვის “სამშობიარო კაპიტალის” პროგრამის გაფართოებით.

Covid-ის პანდემიამ გაამწვავა კრიზისი, რადგან რუსეთში სიკვდილიანობის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც დაეხმარა სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას ათი წლის წინ დაფიქსირებულ დონემდე.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ეპიდემიის პიკი გადალახა, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსახლეობის კლება შენელდება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის დასაწყისში 700 000-ით ნაკლები რუსი იყო ქვეყანაში, ვიდრე 2021 წლის დასაწყისში.

რუსეთის სირთულეებს ამწვავებს მიგრაციის ვარდნა მის ეკონომიკაზე უპრეცედენტო საერთაშორისო სანქციების ფონზე. გასულ კვირას სტატისტიკური სამსახურის მოხსენებამ აჩვენა, რომ პირველ კვარტალში 51,000-ით მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა, ვიდრე ჩამოვიდა, პირველად რვა წლის განმავლობაში.

ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს პუტინმა გაიხსენა პეტრე პირველის მიერ შვედეთის დაპყრობა მე-18 საუკუნეში 21-წლიან დიდ ჩრდილოეთის ომში, რათა გაემართლებინა უკრაინაში შეჭრა. მან მოსკოვში ახალგაზრდა მეწარმეებს განუცხადა, რომ მეფემ დაიბრუნა რუსული მიწები და რომ ახლა რუსეთს დასჭირდა “დაბრუნება და საკუთარი თავის დამკვიდრება” უკრაინაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ომს უკრაინაში, დასავლელი ოფიციალური პირების შეფასებით, სულ მცირე 15,000 რუსი სამხედრო უკვე დაიღუპა ომში, ხოლო უკრაინა აცხადებს, რომ ეს რიცხვი ორჯერ მეტია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია უკრაინაში ეგრეთ წოდებულ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში” დაღუპულთა შესახებ 25 მარტიდან, როდესაც განაცხადა, რომ 1351 ადამიანია დაღუპული.

იგორ იფრემოვმა, დემოგრაფიისა და ადამიანური კაპიტალის საერთაშორისო ლაბორატორიის მკვლევარმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია უკრაინაში დაკარგული რუსების შესახებ.

“ვფიქრობ, ბევრი მათგანი გარდაიცვალა, მაგრამ ეს გარდაცვალება აღარ იქნება შეტანილი ოფიციალურ დემოგრაფიულ სტატისტიკაში”,- ამბობს იფრემოვი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბენჟამინ ჰარვი