საქართველოს ბანკი განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო შეხვედრების ორგანიზებას. ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „შარქ თენქ საქართველოს“ შარქები: პავლე მგელაძე და დაჩი ჭოლაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. გამოცდილმა შარქებმა ისაუბრეს პროექტ „შარქ თენქ საქართველო“-ზე, მის მიზანსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც გადაცემის მონაწილეებს ეძლევათ.
გარდა ამისა, პავლე მგელაძემ და დაჩი ჭოლაძემ მიმოიხილეს სტარტაპ ეკოსისტემა და ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მსოფლიოში ტექნოლოგიური სტარტაპების ირგვლივ არსებობს.
დაჩი ჭოლაძემ სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება საქართველოში შექმნილ სტარტაპზე, რომელსაც შეუძლია მასშტაბირება და გლობალურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრება.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. შარქებთან შეხვედრას ლიმონ10-ის წამყვანი, ნიკოლოზ გოგოჭური უძღვებოდა.
შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე „შარქ თენქ საქართველოს“ გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ - Shark Tank-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება.
(R)