
ადამიანების უმრავლესობას, რომელმაც Covid-19 გადაიტანა, ანტისხეულები ინფექციიდან ექვსი თვის შემდეგაც აქვთ. ამას ახალი კვლევა ადასტურებს, რომელშიც 20 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მონაცემთა და კვლევის ცენტრმა UK Biobank-მა მცირემასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელიც კოვიდ-დადებით პაციენტებში სულ მცირე 6 თვის განმავლობაში იმუნიტეტის დონეს იკვლევდა. კვლევის შედეგების თანახმად, მონაწილეთა 88%-ს ანტისხეულები დაინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგაც ქონდათ. სამ თვეში ეს რიცხვი 99%-მდე გაიზარდა.
ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა პერიოდით უზრუნველყოფ ვაქცინა SARS-CoV-2-ის მიმართ იმუნიტეტს. მვირუსის მუტაციის შემდეგ ახალი შტამების ზრდა კი ნიშნავს, რომ ეფექტიანობის შესანარჩუნებლად ვაქცინები პერიოდულად უნდა განახლდეს.
კვლევა მაისის ბოლოდან დეკემბრის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც Covid-ის ანტისხეულებთან ასოცირდება, გემოსა და სუნის შეგრძნების დაკარგვა, მონაწილეთა 43% პროცენტს აღენიშნებოდა. დაახლოებით მეოთხედი მთლიანად ასიმპტომური იყო.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი