
ჩრდილოეთ კორეამ კვირას რვა მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინის მმართველობის დროს ერთ წელიწადში გაშვებულმა რაკეტებმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.
სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რაკეტების გასროლა 9:08 საათიდან 9:43 საათამდე ოთხი სხვადასხვა ადგილიდან მოხდა მათ შორის ფხენიანის მთავარი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებისკენ.
აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და მოკავშირეებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ბერკეტები ტესტების შესანელებლად ან ფხენიანის პროვოკაციების წინააღმდეგ გლობალური სანქციების გასაძლიერებლად.
აშშ-ის მიერ რუსეთის იზოლაციისთვის გაწეული ძალისხმევის ფონზე, ჩინეთთან არამეგობრულ ურთიერთობებთან ერთად, კიმს საშუალება აქვს გააძლიეროს ბირთვული ძალა გაეროს უშიშროების საბჭოსგან მეტი სანქციების შიშის გარეშე.
ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წელს ჯერჯერობით 31 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მინიმუმ ორ წარუმატებელ მცდელობას მოიცავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია