LIVE

გერმანია ოქტომბრიდან მინიმალურ ხელფასს საათში 10,45 ევრომდე ზრდის

04 ივნ 202218:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 1395
გერმანია ოქტომბრიდან მინიმალურ ხელფასს საათში 10,45 ევრომდე ზრდის

გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა მინიმალური ხელფასის გაზრდა საათში 12 ევრომდე. შრომის მინისტრის ჰუბერტუს ჰეილის თქმით, ეს სარგებელს მოუტანს ევროპის უდიდეს ეკონომიკაში მომუშავე ექვს მილიონზე მეტ ადამიანს.

კანონპროექტი, რომელსაც საბოლოოდ პარლამენტის ზედა პალატა დაამტკიცებს, ძირითადად სარგებელს მოუტანს ქალებსა და ხალხს ყოფილ კომუნისტურ აღმოსავლეთ მიწებზე. ეს ასევე დაეხმარება დაბალშემოსავლიან დასაქმებულებს, გაუმკლავდნენ საკვებისა და გათბობის მზარდ ხარჯებს, რამაც ხელი შეუწყო გერმანიის ინფლაციის მაჩვენებლის რეკორდულ დონემდე ზრდას.

გერმანიას საბაზისო საათობრივი ანაზღაურება 2015 წლიდან აქვს. მინიმალური ხელფასი ამჟამად საათში 9,82 ევროს შეადგენს და 1-ლი ივლისიდან 10,45 ევრომდე იზრდება.

მრავალი წლის განმავლობაში, პროფკავშირები ნაკლებად ხედავდნენ კანონიერი მინიმალური ხელფასის საჭიროებას, მაგრამ 1990-იანი წლებიდან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების ზრდამ პოლიტიკის ცვლილება გამოიწვია.

მარტინ როზემანმა, კანცლერ ოლაფ შოლცის SPD-ის შრომის პოლიტიკის სპიკერმა განაცხადა, რომ მინიმალური ხელფასი ხელს შეუწყობს ანაზღაურების გენდერული სხვაობის შემცირებას და “დაიცავს დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებს სიღარიბისგან”.

“ბევრი თანამშრომლისთვის იმ სექტორებში, როგორიცაა გასტრონომია, დასუფთავება და საცალო ვაჭრობა, მინიმალური ხელფასის ზრდა არის საზოგადოების პატივისცემის ნიშანი ამ სისტემურად მნიშვნელოვანი პროფესიების მიმართ”, - განაცხადა როზემანმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იან როჯერსი