
SOLO-მ მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული მორიგი სიახლე მოუმზადა. იმისათვის, რომ ეს ზაფხული მათ ცხოვრების საუკეთესო მოგონებად დარჩეთ, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 7-დან 12 ივლისის ჩათვლით, ანდრო დგებუაძესთან ერთად ეგეოსის ზღვაზე გემით მოგზაურობა დაგეგმონ.
კრუიზის ფარგლებში SOLO მომხმარებელი მოინახულებს საბერძნეთის დედაქალაქ ათენს, ასევე მიკონოსის, კრეტას, სანტორინისა და პათმოსის ულამაზეს კუნძულებს; თურქეთში კი - ქალაქ კუშადასს და მის ფერად სანაპიროს.
საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ტურის წევრებს ანდრო დგებუაძე ძველი ბერძნული ფილოსოფიის სწავლებაზე მოუყვება. SOLO მომხმარებლები მასთან ერთად აღმოაჩენენ მისტიური მითებისა და ლეგენდების არაერთ ადგილს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 ივნისია. რეგისტრაციასა და დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებით, მომხმარებელმა SOLO-ს hobby@solo.ge-ზე უნდა მიწეროს, ან დაუკავშირდეს SOLO ბანკირს.
(R)