LIVE

„მაკდონალდსმა“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

01 ივნ 202213:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 909
„მაკდონალდსმა“ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მრავალფეროვანი ღონისძიებები მოუწყო

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ყოველწლიური ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day-ს ფარგლებში „მაკდონალდს საქართველო“ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მათი საყვარელი ჰეფი მილებით და ორინჯ ბოულის ნატურალური წვენით გაუმასპინძლდა.

ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარმა ბავშვებმა „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ სხვა სახალისო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის სახის მოხატვაში, ბუშტებით თამაშში და სხვა.

კომპანია „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ალექსანდრე შენგელიას თქმით, McHappy Day-ს წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია „გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს“ და დღევანდელი დღის აქტივობებიც ამ პრინციპს ეფუძნება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ბავშვს და ვუსურვებ მათ ფერად, მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას. „მაკდონალდს საქართველოსთვის“ მომხმარებელზე, პირველ რიგში კი ბავშვებზე ზრუნვა მთავარი მიზანია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც დღეს ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარებს გავუმასპინძლდით. McHappy Day-ს კამპანია გრძელდება და ჩვენი მომხმარებლების ჩართულობით შეგროვილი თანხით, რომელსაც კომპანიის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, აღვჭურავთ ორგანიზაციის სამ ფილიალს,  ბავშვებისთვის შევიძენთ ინვენტარს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ არსებულ ყოფას და გაუფერადებს ცხოვრებას“,  - აღნიშნა ალექსანდრე შენგელიამ.

ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერის, გუჩი თავხელიძის თქმით, „მაკდონალდს საქართველომ“ დღეს ორგანიზაციის ბენეფიციარ ბავშვებს განსაკუთრებულად ფერადი და დაუვიწყარი დღე აჩუქა.  

„ძალიან გვიხარია, რომ „მაკდონალდს საქართველომ“ წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის ბენეფიციარად ჩვენი ორგანიზაცია შეარჩია. კომპანიის ხელშეწყობით შესაძლებლობა გვექნება, განვაახლოთ ყველა საჭირო ინვენტარი და სათამაშოები, რაც დაეხმარება ბავშვებს განვითარებაში, ახალი უნარების ათვისებაში. ყოველდღიურად უამრავი მასალა გვესაჭიროება და McHappy Day-ს კამპანიის შედეგად გაწეული ქველმოქმედება ძალიან დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება ბავშვებისთვის“, - განაცხადა გუჩი თავხელიძემ.

McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც აიკინძა გასაფერადებლის სახით, ასევე ფერადი ფანქრები, ბავშვების მიერ შესრულებული ნახატების მიხედვით დამზადებული პოსტერები და სტიკერები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილი აღნიშნული პრომო აქსესუარები „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანში იყიდება. გარდა ამისა, მომხმარებელს პრომო აქსესუარების შეძენა დელივერი სერვისითაც შეეძლება. ნებისმიერი ამ ნივთის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება საქველმოქმედო კამპანიაში, რადგან ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ბენეფიციარი ბავშვების განათლებასა და პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება.

კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აპლიკაციიდან ლოიალურობის პროგრამის საშუალებით 1000 ქულის სანაცვლოდ მოახდინოს 1 ლარის ოდენობის დონაცია მაკ ჰეფი დეის ფონდში.

წლევანდელი კამპანიის ოფიციალური პარტნიორია კომპანია Mastercard-ი, რომლის კონტრიბუციის შედეგად აქსესუარების გაყიდვით შემოსული თანხა ორმაგდება.

McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიიდან შემოსული თანხით „მაკდონალდს საქართველო“ უზრუნველყოფს დიღომში, ისანსა და რუსთავში მდებარე „პირველი ნაბიჯის“ სამი ფილიალის მოწყობასა და აღჭურვას ყველა საჭირო შესაბამისი ინვენტარით.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ McHappy Day-ს კამპანიის ფარგლებში აღიჭურვება რუსთავის ფილიალი, რის შედეგადაც ბავშვები სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას რუსთავში უფასოდ შეძლებენ.

„პირველი ნაბიჯი“ ამ ეტაპზე, ყოველთვიურად, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება. ჯამურად ორგანიზაციაში 10-მდე პროგრამა ხორციელდება. კონსულტაციისა და თერაპიის ცენტრი ადრეული ასაკის ბავშვებსა და მათ მშობლებს, ხოლო დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამები 45 მძიმე ინტელექტუალური და ქცევითი დარღვევების მქონე 6-დან 18 წლამდე ასაკის როგორც ბავშვებს, ისე მოზარდებს ემსახურება.

McHappy Day-ს საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, გასული წლების განმავლობაში, მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა და კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას.

წლევანდელი კამპანია, რომლის მთავარი გზავნილია - „გაუფერადე ცხოვრება ბავშვებს“, ჰეშთეგით #McHappyDays იმართება და 30 ივნისს დასრულდება. 

(R)