
მე -19 საუკუნის ფსიქოლოგის გუსტავ ლე ბონის თეორიის მიხედვით, ლიდერები საკმაოდ ადვილად ახდენენ ხალხის ექპლოატაციას. მასების მობილიზებისთვის მისი მანტრა ასე ჟღერდა: "მტკიცება, გამეორება, გავრცელება." დღევანდელი ფინანსური ბაზარი ზუსტად ამას ასახავს, თუმცა მასების კონტროლს თავისი გამოწვევები ახლავს თან.
ვირუსულად გაზიარებული მიმები, გიფები და ტვიტები აქციების, მეტალის ან თუნდაც კრიპტოვალუტის ბაზრების არასტაბილურ, პანიკურ უკუქცევას უწყობს ხელს. სლოგანები, როგორიც არის "ჩაძირეთ JPMorgan, იყიდეთ ვერცხლი" უფრო სწრაფად ზიარდება, ვიდრე ამ მოწოდების თავსებადობა მოწმდება.
"სურათი 10,000 სიტყვას ამბობს" - ამბობს მასკი. "ვინც აკონტროლებს მიმებს, აკონტროლებს სამყაროს." ამ განცხადების შემდეგ, სამშაბათს მასკმა Twitter ცოტა ხნით დატოვა. მარეგულირებლები აქედან აუცილებლად გამოიტანენ საკუთარ დასკვნებს. ისინი დაიწყებენ ბაზარზე პოტენციური მანიპულაციების ძებნას და ტრეიდერებს მძიმე დაშვებისთვის გააფრთხილებენ.
უკვე ერთი კვირის შემდეგ, რაც მასკი ტვიტის გამოქვეყნებით სხვადასხვა კომპანიების და კრიპტოვალუტების ღირებულებას ზრდის, ჩვენ ვხედავთ მიმებით პოპულარული აქციების ლიმიტებს.
ბიტკოინი, რომელიც გასულ კვირას 14% -ით გაიზარდა, როდესაც მასკმა კრიპტოვალუტა თავის Twitter bio- ს დაამატა, სამ დღეში 3% -ით შემცირდა. Dogecoin, Shiba Inu- ს თემატური ციფრული მონეტა, რომელიც ხუმრობით დაიწყო, 46%-ით გაიზარდა მასკის კომენტარის გამო. მწარმოებლის CD Projekt SA- ს აქციები აღდგა მას შემდეგ, რაც მილიარდერმა მისი Cyberpunk 2077 თამაში შეაფასა, როგორც "შესანიშნავი." სულ რომ არაფერი, მისი მეგობარი გოგონა გრაიმსი ამ თამაშში ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს.
ეს არ ეხება მხოლოდ Tesla-ს დამფუძნებლის იდიოსინკრატიულ გადარჩევას. ორი ყველაზე ემბლემატური აქცია, რომლებიც Redditor-ების ფავორიტი აღმოჩნდა, როგორც ჰეჯ-ფონდების განადგურების საშუალება, GameStop და AMC, ამ კვირაში დიდ დანაკარგს განიცდიან.
რაც არ უნდა დიდ მასებს ეხებოდეს საქმე, მიმის ძალას შეზღუდვები აქვს, როდესაც საქმე თვით-ინტერესს და დიდ მოგებას ეხება. ბრიუსელის ULB– ის ქცევითი ფინანსების სპეციალისტი, ფლორენცია რუესმანი თვლის, რომ პირველმა "მიმაქციების" ტრეიდერებმა, უკვე ამოიღეს თავის მოგება ამ აქციებზე ვაჭრობის წაქეზებით. იგი ამ ფენომენს ახალი ტექნოლოგიის მიღების ტალღას ადარებს: დიდი განსხვავებაა პირველ მიმღებებს შორის, რომლებიც რისკავენ და გვიან მოსულებს შორის, რომლებსაც უბრალოდ შანსის გაშვების ეშინიათ. "fight or flight” მიმები ვერ მალავს, რომ ეს არ არის ერთი ჰომოგენური ბრბო, არამედ უამრავი ქვეჯგუფის ნაზავია.
მიუხედავად იმისა, რომ მასკის მიმდევრების რაოდენობა, მის სიმდიდრესა და ეგოსთან თანხმობაშია, ზოგჯერ შეტყობინებები შეიძლება ყურს ასცდეს. მდიდარ ტექ. ელიტებს უყვართ Wall Street-ისა და "ბუმერული" ესტაბლიშმენტისგან განდგომა, მაგრამ კარგი მიმი ყოველთვის ვერ გადაფარავს ფარისევლობას და ცინიზმს. სინამდვილეში არავის სჯერა, რომ მასკი თავის 12 ციფრიან ნეტ ღირებულებას ამუშავებს, როდესაც ის სიტყვა "ბიტკოინს" იწერს სოც. მედიის აღწერის გვერდში. საგულისხმოა ისიც, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს უკვე ჰქონდა პრობლემები მარეგულირებლებთან, მისი სოციალური მედიის გამოყენების გამო.
მასკი, სინამდვილეში, თავს არიდებს შიდა ნარატივის გარეთ გამოტანას ან მისი ცოდნის გაზიარებას. მას ეს უხერხულ ფიგურად აქცევს, ფიქრობს ჯულიენ ნებენსალი, Futur Investment Manager- ის ფონდის მენეჯერი.
როგორც დონალდ ტრამპის ტვიტები, მასკის შეტყობინებები შეიძლება დღევანდელი საცალო ვაჭრობის ბაზრების იდეოლოგიური ნაწილი გახდეს. მასკი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დაცულია არასტაბილური, სესხით დატვირთული საცალო ვაჭრობის კრიზისისგან, ვიდრე ის, ვინც რეალურად პროცესშია, რათა "დიდი კაცი" დააზიანოს. ეს ფენომენი კიდევ ცოტა ხნით იქნება ჩვენთან და კიდევ უფრო მეტ კორექტირებას მოითხოვს ინვესტორებისა და მარეგულირებლისგან.
რამდენად ვირუსულადაც არ უნდა გავრცელდეს "Hold the line" მიმი როგორც ჩანს, ხალხს ნამდვილად აქვს საკუთარი აზრი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლაიონელ ლორენი