LIVE

შესაძლოა, რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

30 მაი 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 630
შესაძლოა, რუსეთმა დანიას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს

დანია შესაძლოა შემდეგი ქვეყანა იყოს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირს ვეღარ მიიღებს. ქვეყნის ყველაზე დიდი კომუნალური კომპანია რუბლებში გადახდაზე უარს ამბობს.

Orsted-ი Gazprom-ის მიერ დანიისთვის საწვავის ერთ-ერთი უდიდესი წყაროს შეწყვეტისთვის ემზადება. კომპანია ელის, რომ ევროპის საბითუმო ბაზარზე ალტერნატიული მიწოდების მოპოვებას შეძლებს. გადახდის ბოლო ვადა სამშაბათია, კომპანიის განცხადებით, ის ევროში გადახდას გააგრძელებს.

ფინეთის, პოლონეთის და ბულგარეთის შემდეგ დანია იქნება კიდევ ერთი ქვეყანა, რომელსაც რუსული გაზის მიწოდება შეუწყდება. ევროპული ქვეყნები ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოსკოვის მოთხოვნას, რომ საწვავზე ყველა გადახდა ადგილობრივ ვალუტაში განხორციელდეს, ამიტომ კომუნალური კომპანიები გამოწვევას სხვადასხვა გზებით პასუხობენ.

დანიის ქარის ელექტროენერგიის გიგანტს Gazprom-თან გრძელვადიანი კონტრაქტი აქვს, რაც წელიწადში 20 ტერავატ საათის მიწოდებას გულისხმობს. ეს გასულ წელს ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის დაახლოებით 1,3%-ია, ხოლო დანიის მთლიანი იმპორტირებული ბუნებრივი აირის 80%-ზე მეტი. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ წელს კონტრაქტით დაშვებულ მაქსიმუმზე ბევრად ნაკლების შეძენას აპირებდა.

დანია ასევე ეყრდნობა შიდა წარმოებასაც, მაგრამ ის ახლა ნორმალურზე დაბალია, რადგან Tyra-ს საბადო 2023 წლის ივნისამდე დაკეტილია.

Orsted-მა 27 თებერვალს განაცხადა, რომ მისი ელექტროსადგურებისთვის რუსული ნახშირისა და ბიომასის ყიდვას შეწყვეტს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მადს ნიპერმა ასევე დასძინა, რომ Gazprom-თან კონტრაქტის გაწყვეტის გამო ფირმას სერიოზული სამართლებრივი შედეგები ემუქრება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორტენ ბატლერი