LIVE

ლიეტუველებმა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად $5,4 მილიონი შეაგროვეს

29 მაი 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 711
ლიეტუველებმა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავის შესაძენად $5,4 მილიონი შეაგროვეს

ლიეტუველებმა უკრაინისთვის უპილოტო საჰაერო ხომალდის Bayraktar-ის შესაძენად სამი დღის განმავლობაში $5,4 მილიონზე მეტი შეაგროვეს.

კერძო ქრაუდფანდინგის ინიციატივა, რომელმაც როგორც ლიეტუვის, ასევე თურქეთის თავდაცვის სამინისტროსგან მწვანე შუქი მიიღო, თანხის მოზიდვას თურქული წარმოების დრონისა და საბრძოლო მასალის შესაძენად ისახავდა მიზნად. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირები შეთანხმების დასასრულებლად თურქეთში გამგზავრებას მომავალ კვირას გეგმავენ.

ჟურნალისტ ანდრიუს ტაპინასის მიერ ორგანიზებული კამპანია ვირუსულად გავრცელდა ბალტიისპირეთის 2,8 მილიონიან ქვეყანაში. კამპანიამ შემოწირულებები მიიღო ათასობით ადამიანისგან, მათ შორის მოზარდებისგან, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლებისა და ექს-პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესგან.

ტაპინასის თქმით, ლიეტუველები არ დადგებიან და არ უყურებენ, თუ რამდენად არ სურს ევროპას დაეხმაროს უკრაინას იარაღის მოპოვებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მილდა შეპუტიტე