
ილონ მასკის განცხადებით, ბილ გეიტსს Tesla-ს წინააღმდეგ მოკლე პოზიცია აქვს, რომლის დახურვასაც ახლა $1,5-დან $2 მილიარდამდე დასჭირდება.
მასკმა აღნიშნა, რომ პოზიცია $500 მილიონს შეადგენდა და მას შემდეგ გაიზარდა, რაც Tesla-ს ღირებულება ბევრად მაღლა ავიდა.
Since Gates still has a multi-billion dollar short position against Tesla while claiming to help with global warming, I guess I have some trust issues with him too
— Elon Musk (@elonmusk) May 28, 2022
როდესაც გასულ წელს CNBC-მ გეიტსს ჰკითხა ჰქონდა თუ არა ელექტრომობილების მწარმოებლის წინააღმდეგ ფსონი, გეიტსმა უპასუხა, რომ მის ინვესტიციებზე არ საუბრობს.
მასკი ტვიტებს Twitter-ზე გამოკითხვის დახურვის შემდეგ პასუხობდა, რომელიც რესპონდენტებს ეკითხებოდა ვის ენდობიან ისინი ნაკლებად - პოლიტიკოსებს თუ მილიარდერებს. 75%-ზე მეტმა განაცხადა, რომ ნაკლებად ენდობა პოლიტიკოსებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სოფი ჯეკმანი