
Tesla არ შექმნის მანქანების მწარმოებელ ქარხნებს იქ, სადაც არ არის ნებადართული ავტომობილების გაყიდვა და მომსახურება. ეს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, როდესაც ინდოეთში გეგმების შესახებ ჰკითხეს.
Tesla-ს სურს, ინდოეთის მთავრობამ შეამციროს გადასახადები, რათა გაყიდოს იმპორტირებული მანქანები ქვეყანაში ქარხნის აშენებამდე. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ადმინისტრაციამ მოუწოდა Tesla-ს, ადგილობრივად აწარმოოს მანქანები და სთხოვა კომპანიას, უარი თქვას შანხაის ქარხანაში წარმოებული მანქანების ინდოეთში გაყიდვაზე.
მასკმა ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი კომპანია, Space Exploration Technologies-ი ელოდება მთავრობის თანხმობას ინდოეთში Starlink-ის სერვისის დასაწყებად. Starlink-ი იყენებს თანამგზავრებს ინტერნეტ სერვისების უზრუნველსაყოფად, რაც ქმნის ხმელეთზე დაფუძნებული სისტემების ალტერნატივას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რაგინი საქსენა