LIVE

SpaceX კომერციულ ფრენას კოსმოსში წლის ბოლოს გეგმავს

02 თებ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 330
SpaceX კომერციულ ფრენას კოსმოსში წლის ბოლოს გეგმავს
Bloomberg

ელონ მასკის SpaceX პირველ სრულად საზოგადოებრივ ორბიტალურ კოსმოსურ ფრენას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავს.

მისია წინ გადადგმული ნაბიჯია მომავლისკენ, სადაც "ნებისმიერი შეძლებს დედამიწიდან გასვლას და ვარკვლავებზე დაკვირვებას", განაცხადა Shift4Payments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯარედ ისააკმენმა, რომელიც მისიის ერთ-ერთი მთავარი მგზავრია. 37 წლის ისააკმენი სამი ადგილის დონაციას ფიქრობს, რომელთაგან ერთი კონკურსის გზით გადაეცემა მეწარმეს, რომელიც Shift4Shop-ს იყენებს.

SpaceX- ისა და ჯარედ ისააკმენის განცხადებით, ფრენა სავარაუდოდ მეოთხე კვარტალში განხორციელდება.

მისია ხელს შეუწყობს მასკის მცდელობებს, უფრო ხშირი გახადოს საზოგადოებრივი კოსმოსური ფრენა. SpaceX–მა შარშან ამ მხრივ დიდი ნახტომი გააკეთა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი მისიია გაემგზავრა, მესამე აპრილშია დაგეგმილი.

კომპანიამ ასევე გააძლიერა ძალისხმევა კომერციული მგზავრების მოსაძებნად და 2023 წელს იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავას მთვარის გარშემო მოგზაურობას გეგმავს.

ფრენის ხანგრძლივობა ორიდან ოთხ დღემდე იქნება - განაცხადა მასკმა.

Shift4Payments მისიის წარდგენას 7 თებერვალს, Super Bowl- ის პირველი 30-წამიანი რეკლამით გეგმავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯარედ ბახმენი