LIVE

ღარიბაშვილმა მე-5 უმდიდრეს ადამიანთან საქართველოს ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილა

24 მაი 202212:47
3 წუთის საკითხავი
clock clock 866
ღარიბაშვილმა მე-5 უმდიდრეს ადამიანთან საქართველოს ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, Adani Group-ის თავმჯდომარესთან გაუტამ ადანისთან შეხვედრაზე საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ქვეყნის ბუნებრივ ჰაბად ჩამოყალიბების პერსპექტივები განიხილა.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ”,- წერს ღარიბაშვილი “ტვიტერში”.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა.

ცნობისთვის, გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს.