LIVE

საფრანგეთი: უკრაინის ევროკავშირში შესვლას შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს

22 მაი 202220:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1047
საფრანგეთი: უკრაინის ევროკავშირში შესვლას შესაძლოა, 20 წელი დასჭირდეს

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრის, კლემენტ ბონის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შესაძლოა, 15-დან 20 წლამდე დასჭირდეს.

”თუ ჩვენ ვიტყვით, რომ უკრაინა ევროკავშირში ექვს თვეში, ან ერთ წელიწადში ან ორ წელიწადში გაწევრიანდება, მოვიტყუებით. ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი. არ მინდა ილუზიების შექმნა”,- განაცხადა ბონმა კვირას Radio J-ისთან ინტერვიუში.

ბონის კომენტარი შეესაბამებოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელიც მან მიმდინარე თვეში გააკეთა. მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში შეყვანის მკაცრ პროცესს შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, რასაც მისი მხრიდან „პარალელური ევროპული საზოგადოების“ ჩამოყალიბების შეთავაზება მოჰყვა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია