LIVE

პოლონეთს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფად მინიჭება სურს

22 მაი 202217:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
პოლონეთს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფად მინიჭება სურს

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განმეორებითი ოვაციები გამოიწვია, როდესაც მან კვირას კიევში პარლამენტის წინაშე გამოსვლისას პოლონეთსა და უკრაინას შორის ურყევ ერთობას გაუსვა ხაზი.

დუდას განცხადებით, ის იზრუნებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს.

პოლონეთის ლიდერი პირველი უცხო ქვეყნის მეთაურია, რომელმაც უკრაინელ კანონმდებლებს რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ პირადად მიმართა. გამოსვლა Facebook-ზე უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი ჰონჩარენკომ გაავრცელა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია