
მსოფლიოში ყველაზე ცნობილმა ელექტრომობილების მწარმოებელმა S&P 500 ინდექსის ESG ვერსიაში ადგილი დაკარგა. ინდექსი შექმნილია კომპანიებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვით, სოციალური და მმართველობის საკითხებს ემსახურებიან.
S&P Dow Jones-ის განცხადებით, Tesla-ს სტანდარტების შეფასება გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის საკითხებში გასული წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური დარჩა. თუმცა, კომპანია ჩამორჩა გლობალური კონკურენტების გაუმჯობესების ტემპს.
ინდექსის ნაბიჯი კომპანიის მიმართ რასობრივი დისკრიმინაციისა და ცუდი სამუშაო პირობების შესახებ ბრალდებებს მოჰყვა. ინდექსის პროვაიდერმა ასევე დაიმოწმა მძღოლის დამხმარე სისტემებთან დაკავშირებული გარდაცვალებებისა და დაზიანების გამოძიებები. ნახშირბადის დაბალი შემცველობის სტრატეგიისა და საქმიანი ქცევის კოდექსის არარსებობამ ასევე იმოქმედა ილონ მასკის კომპანიის საწინააღმდეგოდ.
ოთხშაბათს Twitter-ზე მასკმა ESG-ს "თაღლითობა" უწოდა. Tesla-მ ასევე გააკრიტიკა ESG-ის მეტრიკა, როგორც ძირითადად გაუმართავი. კომპანიის დირექტორმა აპრილში განაცხადა, რომ კორპორაციული ESG ხორცშესხმული ეშმაკია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელეინ ჩენი