LIVE

აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთი მეორე უმსხვილესი ლოკაციაა კრიპტო მაინინგისთვის

18 მაი 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
აკრძალვის მიუხედავად, ჩინეთი მეორე უმსხვილესი ლოკაციაა კრიპტო მაინინგისთვის

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები ბიტკოინის მაინინგის მიმართულებით წამყვან პოზიციას ინარჩუნებს, ჩინეთი კვლავ გამოჩნდა, როგორც მეორე უმსხვილესი ლოკაცია კრიპტო მაინინგისთვის. ცნობისთვის, ქვეყანაში ეს საქმიანობა მთავრობამ გასულ წელს აკრძალა.

Cambridge Centre for Alternative Finance-ის მიხედვით, აშშ-მ 2021-ის სექტემებრიდან იანვრამდე პერიოდში კრიპტოვალუტის მისაღებად გლობალურად გამოყენებული სიმძლავრის, იგივე ჰეშრეითის 37.84% დაიკავა. ჰეშრეითი, რომელიც ასევე ბიტკოინის ქსელის დაცვაზეა პასუხისმგებელი, გასული წლის ვარდნიდან ძლიერად დაბრუნდა.

ჩინეთში მაინინგის აკრძალვის შემდეგ ქვეყანაში სწრაფად გაიზარდა ფარული მაინინგი, რის შედეგადაც ქვეყანა კრიპტო მოპოვების მთავარ ჰაბად დაბრუნდა და გლობალური ჰეშრეითის 21.11% შეადგინა.

”ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდა მიწისქვეშა მაინინგის აქტივობა, რაც ემპირიულად ადასტურებს იმას, რასაც ინდუსტრიის ინსაიდერები დიდი ხანია ვარაუდობენ”,- წერს CCAF-ი ანგარიშში.

2021 წლის მაისში პეკინმა კრიპტოვალუტის ბაზრის შესაჩერებლად ძალისხმევა გააძლიერა. როგორც ჩანს, ჩინეთში ფარული მაინინგი ჯერ კიდევ ხდება ვირტუალური კერძო ქსელების მეშვეობით, რომლებიც აჩვენებენ, რომ კომპიუტერები სხვა ქვეყანაში მუშაობენ.

მესამე ადგილზეა ყაზახეთი გლობალური ჰეშრეითის 13,22%-ით, რომელსაც კანადა მოჰყვება 6,48%-ით. რუსეთმა გლობალური ჰეშრეითის 4,66% შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტანზილ ახტერი