LIVE

EU: რუსული გაზის შესაძენად რუბლის ანგარიშის გახსნა სანქციებს არღვევს

17 მაი 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
EU: რუსული გაზის შესაძენად რუბლის ანგარიშის გახსნა სანქციებს არღვევს

ევროკავშირმა განაცხადა, რომ თუ გაზის იმპორტიორი კომპანიები რუსული გაზის შესაძენად რუბლის საბანკო ანგარიშებს გახსნიან, სანქციები დარღვეულად ჩაითვლება. თუმცა, კომპანიებს კვლავ შეუძლიათ საწვავის შეძენა, თუ ისინი ბლოკის მითითებებს შეასრულებენ.

ევროკომისიის განცხადებით, კომპანიებს Gazprombank-ში ანგარიშების ევროსა და დოლარში გახსნა და გადახდის შესრულების შემდეგ ტრანზაქციის დახურულად გამოცხადება შეუძლიათ. კომისიის სპიკერის ერიკ მამერის თქმით, რუბლის ანგარიშის გახსნა აღემატება იმ მითითებებს, რომლებიც წევრ ქვეყნებს კომისიამ იმის შესახებ მისცა, თუ რა არის დაშვებული რეჟიმის პირობებში.

კომისიამ წევრ ქვეყნებს გაზის შესყიდვის შესწორებული გაიდლაინები გასულ პარასკევს გაუგზავნა. განახლებულ რეკომენდაციებში ორგანომ განაცხადა, რომ დოლარსა და ევროში გადახდის შემდეგ კომპანიებმა მათი ვალდებულება შესრულებულად უნდა გამოაცხადონ.

წერილობითი ინსტრუქცია არ ეხებოდა მოსკოვის მოთხოვნას მეორე ანგარიშის რუბლში გახსნის შესახებ. თუმცა, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ჟურნალისტებს გასულ თვეში განუცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯი სანქციებს ეწინააღმდეგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ევა კრუკოვსკა