LIVE

მწვანე მილიარდერები

02 თებ 202116:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 562
მწვანე მილიარდერები
Bloomberg

ჯონ როკფელერი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელმაც მოახდინა რევოლუცია ნავთობის ინდუსტრიაში. საუკუნე-ნახევრის შემდეგ, ელონ მასკი იმავე ტიტულისთვის, როკფელერის მთავარი პროდუქტის აღმოფხვრის გზით იბრძვის.

პლანეტის კლიმატთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, ახლა ბუმი მწვანე ტექნოლოგიებზეა. ახალი თაობის ბიზნესმენები აქცენტს სუფთა ენერგიის გამოყენებაზე აკეთებენ.  

ამ სიის სათავეშია Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომლის ქონება გასულ წელს 622%-ით გაიზარდა და 199,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. მასკის მწვანე ქონება თითქმის სამჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული ოთხი ჩინელი მილიარდერის საერთო სიმდიდრეს, რომელიც ჯამში  60.7 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. 

ამ რეიტინგში მილიარდერების 80% ჩინეთიდაა, რაც სუფთა ტექნოლოგიების წარმოებაში ჩინეთის როლზე მიუთითებს. ჩინეთი მზის კომპონენტებისა და ელექტრო მანქანების ყველაზე დიდი ბაზარიცაა.

Bloomberg Green-ის რეიტინგის სიის ნახევარზე მეტს შეადგენენ ბიზნესმენები, რომლებიც ამზადებენ ელექტრო მანქანებს ან მათ აკუმულატორებს.

Bloomberg Green-ის ახალ რეიტინგში შესული 15 მილიარდერი ელექტრომობილების, ელემენტების და მზის ენერგიის ფეთქებად ზრდაზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, მათი ქონება სრულად “მწვანე” ბიზნესის ხარჯზე არ იზრდება, თუმცა ტენდენცია საგულისხმოა.  მაგალითად, მასკის ქონება, რომელიც მზეს და მანქანებს უკავშირდება, 180.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მისი ქონების 91%-ია.

10-დან 9 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანას ისახავს მიზნად. სავარაუდოდ, პრეზიდენტი ბაიდენი, ასევე, გააძლიერებს კლიმატის ვალდებულებებს აშშ-ში. მთელს მსოფლიოში ასობით კომპანია გვპირდება, რომ ნახშირბადის გამომუშავებას 2050-იანი წლებისთვის ან უფრო ადრე გაანეიტრალებს.  

ამას გარდა, პანდემიის მიუხედავად, მზის ენერგიის ინდუსტრია სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. BNEF-ის ბოლო შეფასებით, გასულ წელს მსოფლიოში 137 გიგავატი მზის ინსტალაცია დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის მზის პანელების,  ქარის ტურბინებისა და ელექტრონული ველოსიპედების მწარმოებლების წილების ფასებს. 

”ახალი პროდუქციის გავრცელება - არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მზის პანელები თუ ელექტრომობილები, - უფრო სწრაფია, ვიდრე ადრე და მომხმარებლებიც განახლებებს უფრო სწრაფად ეგუებიან,” ამბობს ენდი ვონგი, LW Asset Management-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგი.

BloombergNEF–ის მონაცემებით, გასულ წელს სამგზავრო ელექტრომობილების გაყიდვებმა თითქმის 3 მილიონს მიაღწია, აქედან მესამედზე მეტი ჩინელ მყიდველებზე მოდის.

როგორც ყველა ინდუსტრიაში, განახლებად ენერგიის წარმოებაშიც არსებობს რისკი, რომ ის "ბაბლად" იქცევა რომელიც შეისაძლოა გასკდეს. QuantumScape–ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაგდიპ სინგმა, დეკემბერში 2.4 მილიარდი დოლარი დაკარგა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების ბატარეის მწარმოებლის აქციები 60%–ზე მეტად დაეცა და შედეგად ამ რეიტინგში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო. Nikola-ს დამფუძნებლის, ტრევორ მილტონის, ქონება 38%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც შარშან “მოკლე გამყიდველმა” ელექტრო-სატვირთო მანქანის დამწყები კომპანია თაღლითობაში დაადანაშაულა.

რეიტინგის სრულ სიას გაეცანით Bloomberg-ის ორიგინალური სტატიაში.