
მთავრობის ოფიციალური პირების მიხედვით, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტას წელს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად გეგმავს.
ანონიმურობის პირობით გაკეთებული განცხადების მიხედვით, ალტერნატიულ მიმწოდებლებთან გარიგებები პროგრესირებს. ქვეყნის მთავრობა დარწმუნებულია, რომ დარჩენილ ლოჯისტიკურ პრობლემებს მომდევნო 6 ან 7 თვეში გადაჭრის.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიუსელში შეხვედრის ფონზე, რომელზეც შემდეგი რაუნდის სანქციები უნდა განიხილონ, ბლოკის დიპლომატებმა რუსული ნავთობის ეტაპობრივი აკრძალვის გარშემო შეფერხებების შესახებ განაცხადეს. ეს მას შემდეგ, რაც უნგრეთმა რუსული ნავთობის აკრძალვა გააპროტესტა იმ არგუმენტით, რომ ეს მისი ეკონომიკისთვის ზედმეტად საზიანო იქნება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია