LIVE

NATO რუსეთის ქცევას პირდაპირ საფრთხედ დაასახელებს

15 მაი 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 453
NATO რუსეთის ქცევას პირდაპირ საფრთხედ დაასახელებს

NATO-ს ოფიციალური პირის განცხადებით, სამხედრო ალიანსის მოკავშირეები რუსეთის ქცევას მომავალ სტრატეგიულ დოკუმენტში პირდაპირ საფრთხედ მოიხსენიებენ. NATO ასევე განიხილავს როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყნებს, რომლებიც დაუცველები არიან აგრესიის მიმართ.

ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოკავშირეები, სავარაუდოდ, გახსნიან ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობას, თუ მოსკოვის ქცევა შეიცვლება. მან ასევე დასძინა, რომ დოკუმენტი შეეხება ჩინეთს და მის რუსეთთან ურთიერთობასაც.

ეგრეთ წოდებული სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტი ასახავს ალიანსის პრიორიტეტებს მომავალი წლებისთვის და საბოლოო სახეს ივნისში NATO-ს მადრიდის სამიტზე მიიღებს. დოკუმენტის წინა ვერსია 2010-ში გამოქვეყნდა, სადაც რუსეთი პარტნიორად იყო მოხსენიებული. ამჯერად ასეთი ფორმულირება დოკუმენტში აღარ იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია