LIVE

ომის პირობებში უკრაინა ევროვიზიის ფავორიტია

14 მაი 202221:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 862
ომის პირობებში უკრაინა ევროვიზიის ფავორიტია

ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე, ევროვიზიის სიმღერის კონკურსი კულმინაციას აღწევს. დღეს, 14 მაისს, იტალიის ქალაქ ტურინში 25 ჯგუფი ცოცხალი აუდიტორიის წინაშე წარსდგება.

გამარჯვებას უკრაინულ ჯგუფ Kalush Orchestra-ს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც ტრადიციულ უკრაინულ რიტმს, კოსტიუმებს და საცეკვაო სვლებს თანამედროვე ჰიპ-ჰოპს უხამებს. 

მათი სიმღერა "Stefania" რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა ომისგან განადგურებული ერის ჰიმნი, რადგან ტექსტი ახალ მნიშვნელობას იძენს. 

“მე ყოველთვის ვიპოვი სახლის გზას, თუნდაც ყველა გზა განადგურებული იყოს”, - წერია სიმღერის ტექსტში.

ექვსკაციანმა ჯგუფმა მიიღო სპეციალური ნებართვა, დაეტოვებინა ქვეყანა, რათა წარმოედგინა უკრაინა და უკრაინული კულტურა მუსიკალურ კონკურსზე. ერთ-ერთი კონკურსანტი დარჩა საბრძოლველად, დანარჩენები კი კონკურსის დასრულების შემდეგ ქვეყანაში აპირებენ დაბრუნებას.

გამარჯვებულს თანაბარი წილით ირჩევენ მუსიკის ექსპერტთა ჯგუფები თითოეული მონაწილე ქვეყნიდან და აუდიტორიის ხმები, რაც ტოვებს იმედგაცრუების შანსს. 

წლევანდელ კონკურსზე უკრაინაში ომის გამო რუსეთს მონაწილეობა აეკრძალა. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა პოლიტიკური ფაქტორის გამორიცხვას კონკურსიდან, რომელიც ხელს უწყობს მრავალფეროვნებას და ხალხებს შორის მეგობრობას.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ASSOCIATED PRESS