LIVE

საქართველომ ტურიზმის აღდგენაში თურქეთსა და სომხეთზე უარესი შედეგი აჩვენა - PMC

13 მაი 202215:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 752
საქართველომ ტურიზმის აღდგენაში თურქეთსა და სომხეთზე უარესი შედეგი აჩვენა - PMC

PMC-ის მიმოხილვის თანახმად, 2021 წელს ტურისტების რაოდენობის აღდგენის მაჩვენებლით საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩებოდა. კერძოდ, საქართველომ თურქეთსა (55%) და სომხეთზე (46%) უარესი შედეგი აჩვენა, მაგრამ აზერბაიჯანზე (25%) უკეთესი.

ამასთან, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის აღდგენა (2019 წლის მაჩვენებლის 31%) დაბალი იყო როგორც ევროპის (38%), ასევე ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპის (36%) საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაგრამ აღემატებოდა მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (28%).

PMC-ის მონაცემებით, შერჩეულ საერთაშორისო საორიენტაციო ქვეყნებს შორის (ალბანეთი, ხორვატია და საბერძნეთი) საქართველომ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ალბანეთში კი საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ თითქმის 2019 წლის დონეს მიაღწია (89%).

მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის აპრილში, 2021 წლის აპრილთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 7.7%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233.9%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 52.2%-ით აღდგა.