LIVE

წელს ტურისტული ვიზიტები 52.2%-ით აღდგა

04 მაი 202214:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 945
წელს ტურისტული ვიზიტები 52.2%-ით აღდგა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 233.9%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 52.2%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის 4 თვეში საქართველოს 820,796 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2021 წლის იანვარი-აპრილთან შედარებით, 272.3%-ია. 2019 წელთან შედარებით კი მაჩვენებელი 36.2%-ით აღდგა. 

მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც 140.5%-ით მეტია 2021 წლის აპრილთან შედარებით. ხოლო 2019 წლის აპრილის მაჩვენებლის 52.3%-ია აღდგენილი. 

აღსანიშნავია, რომ აპრილის მონაცემებით, რუსი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია როგორც წლიურ, ისე თვის ჭრილში. მარტთან შედარებით, საქართველოში 48%-ით მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს კი ეს მაჩვენებელი 294%-ით აღემატება. 

TOP 10 ქვეყანა საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა:

  • თურქეთი - 35 959 ვიზიტორი;
  • რუსეთი - 33 556 ვიზიტორი;
  • სომხეთი - 32 228 ვიზიტორი;
  • ისრაელი - 15 709 ვიზიტორი;
  • უკრაინა - 13 018 ვიზიტორი;
  • აზერბაიჯანი - 11 360 ვიზიტორი;
  • ბელარუსი - 7 507 ვიზიტორი;
  • ყაზახეთი - 6 032 ვიზიტორი;
  • ირანი - 5 994 ვიზიტორი;
  • უზბეკეთი - 3 291 ვიზიტორი.