LIVE

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დაფინანსების €2 მილიარდამდე გაზრდას განიხილავს

12 მაი 202222:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 668
ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დაფინანსების €2 მილიარდამდე გაზრდას განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინის სამხედრო დახმარების ოდენობა €500 მილიონიდან €2 მილიარდამდე გაზარდონ.

ქვეყნები ევროპული სამშვიდობო ფონდის შესახებ წინადადებას ჯერ არ დათანხმებულან. გერმანია მიმდინარე კირის ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების ელჩების შეხვედრაზე ინიციატივისთვის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

გერმანელი ოფიციალური პირების მიხედვით, ბერლინი წინადადების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მთავრობა სათანადო პროცედურების გავლას საჭიროებს, მათ შორის პარლამენტის მიერ წინადადების დამტკიცებას, შესაბამისად, მათი განცხადებით, ახალ დაფინანსებაზე დაუყოვნებლივ ხელის მოწერა არ შეუძლიათ. ერების მცირე ჯგუფმა გერმანიასთან ერთად ასევე მიუთითეს, რომ დაფინანსების ახალი ტრანში გადაუდებელი არ არის, რადგან ანაზღაურება იარაღის მიწოდების შემდეგ ხდება.

წევრი ქვეყნების უმეტესობა სწრაფ გადაწყვეტას უჭერს მხარს და მომავალ კვირაში უკვე სურთ განცხადების გაკეთება.

ახალი თანხების გამოყოფის შესახებ წინადადება, სავარაუდოდ, დღის წესრიგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მომავალ კვირას დადგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დავისონ სანტანა