LIVE

მასკი მზადაა, ტრამპის Twitter-ის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის გადაწყვეტილება გააუქმოს

11 მაი 202211:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 951
მასკი მზადაა, ტრამპის Twitter-ის ანგარიშის მუდმივად დაბლოკვის გადაწყვეტილება გააუქმოს

ილონ მასკის განცხადებით, Twitter-ი უკიდურესად უგუნურად მოიქცა, როცა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პლატფორმიდან გააძევა. მილიარდერის თქმით, რომელმაც სოციალური მედიის კომპანია შეიძინა, ტრამპის მიმართ მუდმივი აკრძალვა უნდა დასრულდეს.

"მე მუდმივ აკრძალვას გავაუქმებდი. მუდმივი აკრძალვები ფუნდამენტურად ძირს უთხრის Twitter-ის მიმართ ნდობას, როგორც პლატფორმის, სადაც ყველას შეუძლია აზრის გამოხატვა",- განაცხადა მასკმა კონფერენციაზე.

Financial Times-ის Future of the Car სამიტზე მასკმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საიტიდან გაძევებამ "ტრამპის ხმა ვერ დაასრულა.

"ეს გააძლიერებს მას მემარჯვენეებს შორის. ამიტომაც არის მორალურად არასწორი და აბსოლუტური სისულელე",- აღნიშნა მასკმა.

თუმცა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ასევე ეჭვი გამოთქვა Twitter-ის კერძო კომპანიად გადაქცევის გარიგების განხორციელების შესახებ. ის ჯერ კიდევ აგროვებს ტრანზაქციის დასასრულებლად საჭირო დაფინანსებას.

სოციალური მედიის კომპანიამ ძალადობის განდიდების წინააღმდეგ წესების დარღვევის მიზეზით ტრამპის ანგარიში 2021 წლის იანვარში გააუქმა, როცა მან მხარდამჭერებს აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში მისვლისკენ მოუწოდა, რაც საბოლოოდ მსხვერპლით დასრულდა. ტრამპის ანგარიში ასევე გააუქმა Meta Platform-ის Facebook-მაც.

ტრამპმა განაცხადა, რომ აკრძალვის გაუქმების შემთხვევაშიც არ დაბრუნდება პლატფორმაზე. ის საკუთარ სოციალური მედიის კომპანიას Truth Social-ს უჭერს მხარს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი