LIVE

დანაკარგების მიუხედავად სალვადორის პრეზიდენტი ბიტკოინის ყიდვას აგრძელებს

11 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
დანაკარგების მიუხედავად სალვადორის პრეზიდენტი ბიტკოინის ყიდვას აგრძელებს

სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე ბიტკოინის მარაგის შევსებას ციფრული ვალუტის ფასის ვარდნის პირობებშიც განაგრძობს.

ცენტრალური ამერიკის ქვეყანამ 2,301 ბიტკოინი იყიდა მას შემდეგ, რაც სექტემბერში უმსხვილესი ციფრული მონეტა სალვადორში ლეგალური ვალუტა გახდა. Twitter-ზე ბუკელეს განცხადების მიხედვით, ქვეყანამ ბიტკოინის ფასის $31,000-მდე ჩამოსვლის შემდეგ კიდევ 500 მონეტა შეიძინა. მონეტების ფასი ამჟამად $74 მილიონია, რაც ბევრად ჩამოუვარდება $103 მილიონს, რომელიც ბუკელემ მათთვის გადაიხადა.

სალვადორის პრეზიდენტი კრიპტოს ჭეშმარიტი მორწმუნეა, რის გამოც მან მთელი მსოფლიოდან მიიპყრო ყურადღება. მისი თქმით, ის მონეტებს ქვეყნის მარაგისთვის თავისი ტელეფონით ყიდულობს.

40 წლის ბუკელემ განაცხადა, რომ ის გეგმას მიჰყვება, რომელიც $1 მილიარდიანი ბლოკჩეინის ბონდის გამოშვებას გულისხმობს, რისი მიზანიც "ბიტკოინ სითის" დაფინანსებაა. გეგმის მიხედვით, ეს გადასახადებისგან თავისუფალი იურისდიქცია იქნება, რომელიც ქვეყნის სანაპირო ხაზზე უნდა შეიქმნას.

ბუკელემ ორშაბათს გამოაქვეყნა ქალაქის მაკეტი, რომელიც საერთაშორისო აეროპორტსაც მოიცავს. ქალაქი ახლომდებარე ვულკანისგან გეოთერმულ ენერგიას გამოიყენებს.

ქვეყნის დოლარის ობლიგაციები მიმდინარე წელს 24%-ით შემცირდა, რაც JPMorgan-ის განვითარებადი ბაზრის ობლიგაციების ინდექსში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. გასულ კვირას Moody's-მა ქვეყნის რეიტინგი გაზრდილი რისკის მოტივით Caa3-მდე შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მაიკლ დი მაკდონალდი