LIVE

WHO - უკრაინაში მკურნალობის ნაკლებობის გამო სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა

10 მაი 202221:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 844
WHO - უკრაინაში მკურნალობის ნაკლებობის გამო სულ მცირე 3000 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, უკრაინაში ომის დროს სულ მცირე 3000 ადამიანი დაიღუპა ქრონიკული დაავადებების მკურნალობაზე წვდომის არარსებობის გამო.

WHO-მ დააფიქსირა 200-მდე თავდასხმა უკრაინაში სამედიცინო დაწესებულებებზე და ამჟამად მხოლოდ რამდენიმე საავადმყოფო ფუნქციონირებს.

“ოჯახების 40%-ს ჰყავს სულ მცირე ერთი წევრი, რომელსაც სჭირდება ქრონიკული მოვლა, რასაც ვერ უზრუნველყოფენ. ეს იწვევს დაახლოებით 3000 ადამიანის  ნაადრევ სიკვდილს”, - განაცხადა ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა და მაგალითად მოიყვანა ისეთი დაავადებები, როგორებიცაა სიმსივნე და აივ/შიდსი.  

მატილდა ბოგნერმა, Human Rights Watch-ის მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში, განაცხადა, რომ სიკვდილიანობა იზრდება სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აგროვებს მტკიცებულებებს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის გამოძიებისთვის. მოსკოვმა უარყო წინა ბრალდებები და ასევე უარყო თავდასხმები ომში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

კოპენჰაგენში გამართულ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე წევრებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთში რეგიონული ოფისის დახურვა და შეხვედრების შეჩერება ქვეყანაში. რუსეთის ელჩი ანდრეი პლუტნიცკი ეწინააღმდეგებოდა რეზოლუციას და აცხადებდა, რომ “უკიდურესად იმედგაცრუებულია”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არასაკმარისად ეფექტური ზომების გამო აკრიტიკებენ. “რუსეთში ევროპული ცენტრის დახურვა თვინიერი და რბილი ქმედებაა. ეს პუტინს არ აინტერესებს”,- ამბობს ლოურენს გოსტინი, ჯორჯთაუნის სამართლის პროფესორი ვაშინგტონში.

დიპლომატებმა უარი თქვეს რუსეთის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებაზე და მიზეზად სამართლებრივ-ტექნიკური საკითხებს ასახელებენ, თუმცა წევრებმა შესაძლოა მიმდინარე თვის ბოლოს ხმის უფლება ჩამოართვან.