
დემოკრატებმა უკრაინის დასახმარებლად $39.8 მილიარდიანი პაკეტი შეადგინეს. გეგმას ხმას მიმდინარე კვირაში მისცემენ.
პაკეტი არ მოიაზრებს Covid პანდემიასთან დაკავშირებული დაფინანსების საკითხს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ეს ორი მოთხოვნა ერთმანეთისგან განეცალკევებინათ, რათა უკრაინის დახმარების საკითხი სწრაფად გადაწყდეს. დახმარების პაკეტი აჭარბებს გასულ თვეში ბაიდენის მიერ მოთხოვნილ $33 მილიარდს, რომელიც მან კონგრესისგან ითხოვა. კანონმდებლებმა ბაიდენის შეთავაზებულ თანხას $3.4 მილიარდი სამხედრო დახმარების სახით, ხოლო $3.4 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით დაამატეს.
გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარების საკითხი სწრაფად გადაიჭრას, რომელიც სენატში იმიგრაციის საკითხების შესახებ შეუთანხმებლობის ფონზე გაიჭედა, ბაიდენის ადმინისტრაციის გაფრთხილებას მოსდევს, რომ უკრაინაში იარაღის გასაგზავნად გამოყენებული უფლებამოსილების ვადა მაისის მესამე კვირაში ამოიწურება.
რესპუბლიკელებს გეგმაზე ხელი ჯერ არ მოუწერიათ. დამატებითი სამხედრო დახმარება $8 მილიარდიან ზრდაზე ნაკლებია, რომელსაც სენატის რესპუბლიკელებისგან ითხოვდნენ. გეგმას სულ მცირე 10 ხმა დასჭირდება რესპუბლიკელებისგან, რომ სენატში გავიდეს.
პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ, რომელიც ახლახან დაბრუნდა უკრაინიდან, კვირას განაცხადა, რომ კონგრესმა სწრაფად უნდა იმოქმედოს უკრაინის დახმარების პაკეტის მისაღებად, რათა ქვეყანამ რუსეთის მოგერიება შეძლოს.
ბაიდენის თავდაპირველი მოთხოვნა $20.4 მილიარდის სამხედრო დახმარებას მოიცავდა უკრაინისთვის, ასევე $8.5 მილიარდს ეკონომიკური, ხოლო $3 მილიარდს ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ვასონი