
შეერთებულმა შტატებმა ამერიკულ საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმებს რუსეთთან მუშაობა აუკრძალა. ქვეყანამ პირველი სანქციები დაუწესა Gazpაrombank-საც, როგორც კიდევ ერთი სანქციების პაკეტის ნაწილი, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული.
აშშ-ის უახლესი სანქციები ასევე გულისხმობს ახალ საექსპორტო კონტროლს ინდუსტრიულ საქონელზე, შეზღუდვებს უწესებს რუსეთის წამყვან სახელმწიფო ტელევიზიებს და აწესებს დამატებით სავიზო შეზღუდვებს ოფიციალური პირებისთვის.
პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და G-7-ის ქვეყნების ლიდერები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კვირას ვირტუალურად შეხვდნენ, რაც სიმბოლური სვლა იყო ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების წლისთავზე ერთიანობის ხაზგასასმელად. G-7-მა პირობა გასცა, რომ რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეამცირებს ან აკრძალავს. ეს უკვე გააკეთეს აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა, რომლებიც ნაკლებად არიან დამოკიდებული რუსულ ნავთობზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის აკრძალვები არ გულისხმობს ლეგალურ მომსახურებაზე შეზღუდვებს რუსი კლიენტებისთვის, თუმცა ზღუდავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა მენეჯმენტის საკონსულტაციო სერვისები.
აშშ ასევე ასანქცირებს Sberbank-ის რვა, ხოლო Gazprombank-ის 27 აღმასრულებელს, რომელიც Gazprom-ის ფინანსურ ფრთას წარმოადგენს.
ევროკავშირი და აშშ ასევე განიხილავენ, დაუწესონ თუ არა სანქციები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მეგობარ ქალს, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი