
ელონ მასკმა ბიტკოინი კიდევ ერთხელ, ამჯერად Clubhouse-ის აპლიკაციაში განიხილა.
Tesla-ს მილიარდერი დამფუძნებელი ფიქრობს, რომ "ბიტკოინი კარგი რამ არის" და რომ მან მისი შეძენა დააგვიანა - რომ კრიპტოვალუტა რვა წლის წინ უნდა ეყიდა.
"ბიტკოინი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ კონვენციურმა ფინანსურმა წრეებმა ფართოდ მიიღონ " - აღნიშნა მასკმა Clubhouse- ის კომენტარებში.
მილიარდერმა სოც. მედიაში Dogecoin-ზეც ისაუბრა. ეს იაპონური ძაღლის ჯიშის, Shiba Inu- ს თემატური ციფრული მონეტაა, რომელიც ხუმრობით დაიწყო. გასულ კვირას ეს კრიპტოვალუტა საბაზრო ღირებულებით 10 საუკეთესო კრიპტოვალუტაში მოხვდა.
Clubhouse-ში მასკმა ასევე დააფიქსირა, რომ მას არ აქვს ძლიერი შეხედულება სხვა კრიპტოვალუტებზე და რომ Dogecoin– ზე მისი კომენტარები ხუმრობა იყო.
ბოლოს მასკის წყალობით ბიტკოინი 38,000 დოლარს ასცდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი და გეაროიდ რიდი