LIVE

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1,3 მილიარდით დაეხმარება

08 მაი 202212:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 999
დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1,3 მილიარდით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით £1.3 მილიარდით დაეხმარება. Press Association-ის მიხედვით, ქვეყანა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად £1,5 მილიარდის სახით ადრე აღებულ ვალდებულებებს კიდევ £1,3 მილიარდის სამხედრო დახმარებას დაამატებს.

დაფინანსება მოიცავს  £300 მილიონის სამხედრო აღჭურვილობას, რომლის შესახებაც პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოაცხადა. PA-ს მიხედვით თანხები დიდი ბრიტანეთის რეზერვიდან იქნება გამოყოფილი. გამოცემის თანახმად, ეს ერაყსა და ავღანეთში კამპანიების შემდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ კონფლიქტისთვის გაღებული სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია