
ბერლინის პოლიციამ ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩინა ბინაში, სადაც რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ჟურნალისტები ცხოვრობენ.
პოლიციის სპიკერის თქმით, გამომძიებლები იკვლევენ, რამდენად საშიში იყო და ვის წინააღმდეგ იყო ბომბი მიმართული.
ბერლინში რუსეთის საელჩომ დასავლეთში რუსული მედიისა და მათი თანამშრომლების დევნაზე ისაუბრა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორი რუსული ტელეარხი, RT-ი და Sputnik-ი, ევროკავშირში 2 მარტს, უკრაინაში შეჭრიდან ერთი კვირის შემდეგ აკრძალეს.