LIVE

Nespresso-ს ქარხანაში ყავის ტომრებში 500 კგ. კოკაინი აღმოაჩინეს

06 მაი 202218:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1155
Nespresso-ს ქარხანაში ყავის ტომრებში 500 კგ. კოკაინი აღმოაჩინეს
Canton de Fribourg

შვეიცარიაში Nespresso-ს ქარხანაში თანამშრომლებმა ბრაზილიიდან შეტანილ ყავის ტომრებში 500 კილოგრამზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს.   

Nespresso-ს განცხადებით, თანამშრომლებმა ორშაბათს საეჭვო ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ, პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობეს. 

პოლიციის შეფასებით, ამოღებული კოკაინის 80%-ზე მაღალი ხარისხისაა და მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონ ფრანკზე ($50,6 მილიონი) მეტია. 

ოფიციალური ინფორმაციით, ნივთიერება იზოლირებული იყო და წარმოებასთან შეხება არ ჰქონია. Nespresso ადასტურებს, რომ მისი ყველა პროდუქტი მოხმარებისთვის უსაფრთხოა და ის მიღებული პროდუქციის უსაფრთხოებას მკაცრად იცავს. 

საქმეზე გამოძიება ფრიბურგის პროკურორმა დაიწყო. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაის ბაშუკი