
ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ ილონ მასკის მფლობელობაში Twitter-ი შესაძლოა უარესი გახდეს.
BBC Radio 4-თან ინტერვიუში Microsoft-ის თანადამფუძნებელმა ასევე აღნიშნა, რომ შეთქმულების თეორიების მიმართ, რომელთა შესახებ ხალხი ქუჩაშიც კი უყვირის, იუმორის გრძნობას ინარჩუნებს.
ბილ გეიტსი Covid-19-ის კვლევისთვის მასიური შემოწირულებების გაღების გამო უცნაური ბრალდებების სამიზნე გახადა, როგორიცაა ვაქცინების საშუალებით ხალხის თვალთვალი.
"რაღაც მხრივ, უნდა გაგეცინოს იმდენად სიგიჟეა",- განაცხადა მან.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ასეთი უსაფუძვლო თეორიები Twitter-ის მასკის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ პლატფორმაზე უფრო გაძლიერდეს, გეიტსმა უპასუხა, რომ შესაძლებელია Twitter-ი უარესი გახდეს, მაგრამ ასევე შესაძლებელია ის უკეთესიც იყოს.
ტექნოლოგიურმა პიონერმა ილონ მასკის მტკიცების შესახებ, რომ ის Tesla-ს წინააღმდეგ დებს ფსონს უპასუხა, რომ ამას საერთო არაფერი აქვს კლიმატის ცვლილებასთან.
"ელექტრო ავტომობილების პოპულარობა კონკურენციას გაზრდის, ამიტომ არის განსხვავება ელექტრო ავტომობილების მიღებასა და კომპანიების უსაზღვრო ღირებულებას შორის",- განაცხადა მან.
ცნობისთვის, გეიტსი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში პირველ ადგილზე მასკმა ჩაანაცვლა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია