LIVE

მარტში ტურისტული ვიზიტები 48.5%-ით აღდგა

07 აპრ 202211:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 763
მარტში ტურისტული ვიზიტები 48.5%-ით აღდგა

მარტის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებისა და ტურისტული ვიზირების რაოდენობა კვლავ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოში 211 484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 266.3%-ით არის გაზრდილი. პანდემიამდელ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი ზრდა 34.1%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ მარტში 188 354 შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 236.9%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის აღდგენა კი - 37.1%.

რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, 2022 წლის მარტში მისმა რაოდენობამ 159 199 შეადგინა, რაც 107 944-ით მეტია 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (ზრდა 210.6%), 2019 წლის მარტის თვის აღდგენა კი - 48.5% იყო.

TOP 10 ქვეყანა, საიდანაც საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში შემოვიდნენ:

თურქეთი - 42 421 ვიზიტორი;

რუსეთი - 22 536 ვიზიტორი;

სომხეთი - 21 990 ვიზიტორი;

აზერბაიჯანი - 14 554 ვიზიტორი;

ისრაელი - 12 308 ვიზიტორი;

ირანი - 7070 ვიზიტორი;

უკრაინა - 6375 ვიზიტორი;

ყაზახეთი - 5358 ვიზიტორი;

ბელორუსი - 5260 ვიზიტორი;

საუდის არაბეთი - 3360 ვიზიტორი.