LIVE

უფროსი თაობა პოსტ-პანდემიურ ეპოქაში მთავარი სამიზნე აუდიტორიაა

31 იან 202116:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 2481
უფროსი თაობა პოსტ-პანდემიურ ეპოქაში მთავარი სამიზნე აუდიტორიაა
JC Olivera/Getty Images North America

ბოლო დროს კომპანიებს კარდაშიანებთან თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ. სილამაზის ლიდერმა კომპანიამ Coty-მ, ბოლო ორი წლის განმავლობაში გარიგება კარდაშიანების ორ წევრთან- კიმ კარდაშიანთან და კაილი ჯენერთან გააფორმა. მანამდე კენდალ ჯენერი Estee Lauder-ის სახე გახდა, ამ ნაბიჯის მიზნობრივი ჯგუფი მილენიალები იყვნენ.

2021 წელს, ოჯახის წევრი, რომელიც ბიზნესებს რეალურად უნდა აინტერესებდეთ 65 წლის მატრიარქი კრის ჯენერია. კრის ჯენერი, წარმატებული მენეჯერი, მომხმარებელთა  იმ ტიპს წარმოადგენს, რომელთაც Covid-19- ის შემდეგ კომპანიებმა ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.

ბევრმა კომპანიამ ბოლო დროს უფროსი თაობების წარმომადგენლები დაივიწყა. მათ ნაცვლად ბიზნესებმა, ყურადღება მთლიანად GenZ– ისა და მილენიალზებზე გადაიტანეს. ეს სტრატეგია შესაძლოა მათ წელს ძვირი დაუჯდეთ.

საქმე იმაშია, რომ ასაკოვანი ადამიანები პირველები მიიღებენ ვაქცინებს. ინოკულაციას შემდეგ, მათ დასახარჯად მეტი ფული ექნებათ. ამავდროულად, ამ თაობებმა პანდემიის დროს ფინანსური დარტყმები ყველაზე ნაკლებად განიცადეს, ასე რომ მათი დანაზოგები ლოკდაუნის დროს უფრო გაიზარდა.

უფროსი თაობები დასვენების მოლოდინში უკვე ჯავშნიან სამოგზაურო პაკეტებს. ბუსტი, შესაძლოა, დასვენების ფართო სექტორმაც განიცადოს, რადგან ძველი თაობები შვებულებებს სახლთან ახლოს ატარებენ. ამან შეიძლება ახსნას, თუ რატომ განიცადა ბრიტანეთის სატრანსპორტო ოპერატორის National Express Group-ის ჯავშნებმა 250%–იანი ზრდა. ეს კომპანია მომხარებლებს დასვენებას შოტლანდიაში, კორნვოლსა და კოტსვოლდსში სთავაზობს.

შიდა არდადეგები  ასევე ნიშნავს მეტ ფულის ხარჯვას, ადგილობრივ რესტორნებში, ბარებში და სხვა დაწესებულებებში. ეს ბიზნესები ისარგებლებენ იმით, რომ ხანდაზმული მომხმარებლები თავისუფლად შეძლებენ საყიდლებზე სიარულს და გარეთ ჭამას შინაც კი, როდესაც ისინი არ იქნებიან შვებულებაში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ ბუმერები უფრო ნაკლებს ხარჯავენ ტანსაცმელზე და სილამაზეზე, ვიდრე ახალგაზრდა თაობები. მაგრამ დასვენების პარალელურად ბუსტი ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია.

არსებობს სიფრთხილის რამდენიმე მიზეზიც. 50-დან 64 წლამდე ასაკის პირები უფრო დიდი მხარჯველები არიან, ვიდრე 65 წელს ზემოთ პირები. ვაქცინების ამ ჯგუფამდე მიღწევას გარკვეული დრო დასჭირდება. ინოკულაციის შემდეგაც კი, ზოგიერთ ხანდაზმული ადამიანი შეიძლება გარეთ გასვლისგან თავს იკავებდეს. ამასთან, კომპანიებმა, რომლებიც ნაცრისფერ დოლარს დაუმიზნებენ, ეს ყურადღებით უნდა გააკეთონ. ბუმერებს უფრო ახალგაზრდული მიდგომები აქვთ, ვიდრე მათ მშობლებს ჰქონდათ. კომპანიები მათ ისე არ უნდა მოეპყრან როგორც ასაკოვან ხალხს. ეს შეცდომა იქნება.

ამის ნაცვლად, მოგზაურობისა და მასპინძლობის ინდუსტრიებს შეუძლიათ მათი გული მაღალი ხარისხის მომსახურებით მოიგონ, რომლებიც ხაზს უსვამენ კომფორტს და ფუფუნებას. საჭიროა უფრო მეტი ასაკობრივი მრავალფეროვნება ბრენდის ელჩებშიც. ბიზნესებს ამ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში კაილი ჯენერზე მეტად კრის ჯენერი უფრო დაეხმარებათ. სწორი პლათფორმების არჩევას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, Facebook განსაკუთრებით პოპულარულია 50 წელს გადაცილებულებში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ონლაინ შეკვეთებიც უფრო გადაიზარდილია. ეს ბაზარზე ახალ შესაძლებლობებს და მონაცემთა წყაროებს ქმნის.

სიფრთხილის მიზეზების არსებობის მიუხედავად, ბიზნესებმა მაინც მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველ დემოგრაფიას. ჯანმრთელობის კრიზისის დასრულების შემდეგაც, ეკონომიკური შედეგები ახალგაზრდა ადამიანებისთვის ბევრად ხანგრძლივი იქნება. განსაკუთრებით საცალო ვაჭრობასა და მასპინძლობის სფეროებში მომუშავეთათვის. დროა ბიზნესებმა საუბარი ბუმერებთან დაიწყონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეა ფელსტედი